რუსეთი ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ანტირუსული სანქციების საპასუხოდ, აშშ-სა და კანადის მოქალაქეებს სანქციებს უწესებს.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სანქცირებულ პირებს რუსეთის ფედერაციაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით ეკრძალებათ.
აღნიშნულ სიაში შედის აშშ-ის 29 მოქალაქე. მათ შორის არიან მაღალჩინოსნები, ბიზნესმენები, ექსპერტები და ის პირები, ვინც „რუსოფობიურ დღის წესრიგს ქმნიან“.
კერძოდ, სიაში არიან აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი, პენტაგონის სპიკერი ჯონ კირბი, თეთრი სახლის აპარატის უფროსი, რონალდ კლაინი, Bank of America-ს აღმასრულებელი დირექტორი, ბრაიან მოინიჰანი, Meta-ს ხელმძღვანელი, მარკ ცუკერბერგი, სამხედრო ინდუსტრიული კომპანიების ხელმძღვანელები და ინგლისურენოვანი Meduza-ს მთავარი რედაქტორი, კევინ როტროკი.
ამასთან, რუსეთი სანქციებს კანადის 61 მოქალაქეს უწესებს.