ბაიდენმა რუსულ გემებს აშშ-ის პორტებში შესვლა აუკრძალა
უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, სანქციების ფარგლებში, შეერთებული შტატები თავის პორტებში რუსული გემების შესვლას კრძალავს.
ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
„დღეს ვაცხადებ, რომ აშშ აუკრძალავს რუსეთთან ასოცირებულ გემებს ჩვენს პორტებში შემოსვლას, როგორც ეს ევროპაში უკვე გაკეთდა. ეს ნიშნავს იმას, რომ არცერთი გემი, რომელიც რუსეთის დროშის ქვეშ ცურავს, ან არის საკუთრებაში ან რუსეთის ინტერესებში გამოიყენება, აშშ-ის პორტებში ან ჩვენს სანაპიროებზე მოხვედრის ნებართვას ვერ მიიღებს. არცერთი”, – თქვა ბაიდენმა.
აღნიშნულ ზომას ბაიდენმა უწოდა “მორიგი კრიტიკული ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვდგამთ ევროკავშირის პარტნიორებთან, დიდ ბრიტანეთსა და კანადასთან ერთად, რომ რუსეთს საერთაშორისო ეკონომიკური სისტემის სიკეთეები ჩამოერთვას, რომლითაც ისინი წარსულში სარგებლობდნენ”.