დავით შავლიაშვილი: სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებელი 2015 წლის ბოლომდე აშენდება

ლტოლვილებისა და სოციალურად დაუცველი სტუნდენტებისთვის საერთო საცხოვრებელი 2015 წლის ბოლომდე აშენდება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა განაცხადა.
„ლტოლვილთა და სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის აშენება პრემიერის ინიციატივა იყო. ეს პროექტირების ფაზაშია. პროექტი დაახლოებით 2 თვეში დასრულდება. 2015 წლის ბოლოსთვის საცხოვრებლის აშენება უკვე დასრულდება. საცხოვრებელი 300 კაცზეა გათვლილი. ეკონომიკის სამინისტრომ ტერიტორია უკვე გამოყო, საერთო საცხოვრებელი ლისის ტბასთან აშენდება“,- განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები