რუსული მედია: ტვერში, თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუტში ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლა

რუსული მედიის ინფორმაციით, ქალაქ ტვერში, თავდაცვის სამინისტროს კვლევით ინსტიტუტში გაჩენილ ხანძარს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ინტერფაქსის ცნობით, გაურკვეველია კიდევ ერთი ადამიანის ბედი. მათივე ცნობით, შენობა სრულად დაიწვა და ჩამოინგრა სახურავი.

ხანძარი საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სამხედროების კვლევით-სამეცნიერო ცენტრალურ ინსტიტუტში 21 აპრილს გაჩნდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ხანძარი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა. ევაკუირებულია დაწესებულების 30 თანამშრომელი. დაშავებულია 25 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები