ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რეგიონის ტერიტორიის 80% რუსეთის კონტროლის ქვეშაა

ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი,  სერგეი გაიდაი „სიენენთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ რეგიონის ტერიტორიის 80% რუსი ოკუპანტების კონტროლის ქვეშაა.

მისი თქმით, თუ უკრაინა წინააღმდეგობას არ გაუწევს, რუსეთი არ გაჩერდება და წინ წაიწევს.

ამასთან, გაიდაი აღნიშნავს, რომ ომის მეორე ეტაპი დაიწყო, თუმცა მისი თქმით, ეს არ არის სრულმასშტაბიანი და ტოტალური შეჭრა.

„რუსები ცდილობენ ალყა შემოარტყონ ჩვენს ჯარებს, იქ ბევრი ცუდი რამ ხდება… მაგრამ მათ წარმატებები აქამდე არ ჰქონიათ. ჩვენ წარმატებულად ვანადგურებთ მათ აღჭურვილობას“, – განაცხადა სერგეი გაიდაიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები