შარლ მიშელი: სიტყვებით ვერ გადმოგცემთ იმას, რასაც ახლა ვგრძნობ, არა როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, არამედ როგორც მამა, როგორც ადამიანი

სიტყვებით ვერ გადმოგცემთ იმას თუ რასაც ახლა ვგრძნობ, არა როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, არამედ როგორც მამა, როგორც ადამიანი, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი უკრაინისა დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს.

„შევხვდი ადამიანებს, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ იმას თუ რასაც ახლა ვგრძნობ, არა როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, არამედ როგორც მამა, როგორც ადამიანი. ეს არის სამხედრო დანაშაული, ხოლო ადამიანებმა, რომლებმაც ეს ჩაიდინეს უნდა დაისაჯონ. მინდა მადლობა გადავუხადო ხალხს, ჯარისკაცებს, დონბასს, მარიუპოლს იმისთვის, რომ ბრძოლას არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის დასაცავად, არამედ ევროპული ღირებულებებისთვისაც აგრძელებენ, ასევე თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს რაც ჩვენს ხელშია, იმისთვის რომ დავეხმაროთ უკრაინას“, –  განაცხადა შარლ მიშელმა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უკრაინის დედაქალაქში დღეს დილით ჩავიდა. შარლ მიშელი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ევროსაბჭოს პრეზიდენტი იმყოფებოდა ბოროდიანკაშიც, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები