პენტაგონი რუსეთის მიერ „სარმატის“ ტიპის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გამოცდას ეხმაურება და აღიშნავს, რომ რუსეთმა ამის შესახებ აშშ-ს წინასწარ აცნობა.
როგორც პენტაგონი აცხადებს, აღნიშნული რაკეტის გამოცდა რუტინულია და გასაკვირი არ არის.
„ასეთი ტესტირება რუტინულია და გასაკვირი არ არის“, – განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა ჯონ კირბიმ.
ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს „სარმატის“ ტიპის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა.