გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის თხოვნით მიმართავს.
ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გაეროს სპიკერის, სტეფან დუჟარიკის განცხადებით, ოფიციალური წერილები რუსეთისა და უკრაინის მუდმივ წარმომადგენლობებს უკვე გადაეცათ.
„გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ამ დიდი საფრთხისა და შედეგების დროს, მას სურს განიხილოს გადაუდებელი ნაბიჯები უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად და მულტილატერალიზმის მომავლისთვის, რომელიც ეფუძნება გაეროს წესდებას და საერთაშორისო სამართალს“, – განაცხადა დუჟარიკმა.