პუტინმა ბიზნესს მოუწოდა, ჩინეთთან ერთობლივ პროექტებში აქტიურად ჩაერთონ

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ, არსებულ პირობებში, მცირე და საშუალო ბიზნესი შესაძლოა, უფრო აქტიურად ჩაერთოს ერთობლივი, რუსულ-ჩინური პროექტების განხორციელებაში.

ამის შესახებ მან საპრეზიდენტო პლატფორმის „რუსეთი შესაძლებლობების ქვეყანაა“ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე თქვა.

„ჩინეთი ჩვენი უმსხვილესი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორია, ტვირთბრუნვა 100 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს და მე არ ვსაუბრობ დიდ პროექტებზე, რომლებიც ეხება ნავთობს, გაზს, ავიაციას, ინჟინერიას, ბირთვულ ენერგიას… დღევანდელ პირობებში, მცირე და საშუალო ბიზნესი შეიძლება, ბევრად უფრო აქტიურად იყოს ჩართული სხვადასხვა პროექტში, ორივე მხრიდან“, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები