რუსეთისა და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 20 აპრილის მონაცემები
უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 20 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 20 900 ადამიანი;
ტანკი – 815 ერთეული;
ჯავშანტექნიკა / APV – 2 087 ერთეული;
საარტილერიო სისტემა – 391 ერთეული;
MLRS – 136 ერთეული;
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 67 ერთეული;
თვითმფრინავი – 171 ერთეული;
ვერტმფრენი – 150 ერთეული;
საავტომობილო მანქანა – 1 504 ერთეული;
გემი/ნავი – 8 ერთეული;
საწვავის ავზი – 76 ერთეული;
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 165;
სპეციალური აღჭურვილობა – 27;
მობილური SRBM სისტემა – 4.
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, 24 თებერვლიდან 20 აპრილამდე პერიოდში, სულ განადგურებულია უკრაინის:
140 თვითმფრინავი;
105 ვერტმფრენი;
490 უპილოტო საფრენი აპარატი;
2 367 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა;
253 საზენიტო სარაკეტო სისტემა;
256 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები;
1 021 საველე არტილერია და ნაღმმტყორცი;
2 225 სპეციალური სამხედრო მანქანა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge