“ეს შეიძლება, იყოს ჩვენი ბოლო მიმართვა” – 36-ე საზღვაო ბრიგადის მეთაური მარიუპოლში უკრაინელი სამხედროების გადარჩენისკენ მოუწოდებს

უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური, სერგეი ვოლინი მსოფლიო ლიდერებს მიმართავს და მარიუპოლში, “აზოვსტალის” ტერიტორიაზე მყოფი სამხედროების გადარჩენისკენ მოუწოდა.

ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში თქვა.

ვოლინის თქმით, ადგილზე ვითარება მძიმეა, ქარხანაში უკვე 500-ზე მეტი დაჭრილია და ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება, მათ შორის ბავშვები და ქალები არიან.

სერგეი ვოლინი ამ ადამიანების მესამე ქვეყნებში ევაკუაციას ითხოვს.

“ეს არის ჩვენი მიმართვა მსოფლიოსადმი, ეს შეიძლება, იყოს ჩვენი ბოლო მიმართვა. შესაძლოა, სულ რამდენიმე დღე ან საათი დაგვრჩა. მტრის დაჯგუფება ჩვენზე ათჯერ მეტია – ისინი ჰაერში დომინირებენ, არტილერიაში, ჯგუფურად და მოქმედებენ ხმელეთზე, ტანკებითა და ტექნიკით”,- ამბობს სამხედრო.

მან მსოფლიო ლიდერებს დახმარებისკენ მოუწოდა.

“ჩვენ ვითხოვთ ექსტრადიციას მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მარიუპოლის სამხედრო გარნიზონი. ჩვენთან ერთად არის 500-ზე მეტი დაჭრილი ჯარისკაცი და ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, ქალები და ბავშვები. ვითხოვთ მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას“, – განაცხადა მან.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები