რუსი ოკუპანტები ხერსონის ოლქში ე.წ.რეფერენდუმებს ამზადებენ

რუსი ოკუპანტები უკრაინის სამხრეთით, საოკუპაციო ადმინისტრაციების ლეგალიზაციის მიზნით, ე.წ. რეფერენდუმებს ამზადებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ავრცელებს.

„ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიაზე იბეჭდება ბიულეტენები, ბლანკები, ბროშურები, პლაკატები და ბუკლეტები „რეფერენდუმზე“ კენჭისყრისთვის, მორიგი ფსევდო რესპუბლიკის – ხერსონის რესპუბლიკის შექმნის მიზნით.

ადგილობრივები დარწმუნებულნი არიან, რომ რეალური ხმის მიცემა არ იქნება, გარდა რუსული მედიისთვის „სურათებად“ ორგანიზებული საჩვენებელი უბნების. „ხმის მიცემა“ მოხდება „ჰუმანიტარული დახმარების“ მიღებისას შეგროვებული პასპორტის მონაცემებით. საკვების მისაღებად მოსახლეობას პერსონალური მონაცემებით კითხვარის შევსება მოუწიათ.

ქალაქ სნიგურივკაში ასევე მზადდება მერის არჩევისა და ოკუპირებულ ყირიმთან ადმინისტრაციული შეერთების შესახებ “რეფერენდუმი”. მოსახლეობას მოუწოდებენ, დანიშნულ დროს მივიდნენ უბანზე.

სნიგუროვკაში საპენსიო ასაკის მოსახლეობის აღწერა მიმდინარეობს. ოკუპანტები აცხადებენ, რომ რუსეთის ადმინისტრაცია 1-ელ სექტემბრამდე ჩამოყალიბდება, მოხდება “რუსეთის ფოსტის” გახსნა, რუსეთის მობილური კავშირის და რუსეთის ინტერნეტ პროვაიდერების ამუშავება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები