„აზოვის“ მეთაურის მოადგილე – „აზოვსტალის“ ქარხანა დაბომბეს და თითქმის მთლიანად განადგურებულია

მარიუპოლის ქარხანა „აზოვსტალი“ დაბომბეს და თითქმის მთლიანად განადგურდა, – ამის შესახებ „აზოვის“ ლეგიონის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა „რადიო თავისუფლების“ უკრაინულ ბიუროსთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ქარხანაზე „მძიმე ბომბებს“ ყრიან, ნანგრევების ქვეშ კი ბევრი ხალხია.

„ჩვენ ვიბრძოლებთ, გამოვიყენებთ ყველა ვაზნას, რაც დაგვრჩა, მაგრამ მოვუწოდებთ სამშობლოს გადაარჩინოს მშვიდობიანი მოსახლეობა, დაჭრილები და წაიღოს ცხედრები“, – განაცხადა პალამარმა.

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა დღეს მარიუპოლში, ქარხანა “აზოვსტალ”- თან ახლოს მდებარე საავადმყოფო დაბომბეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები