რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში საავადმყოფო დაბომბეს – ნანგრევებში, სავარაუდოდ, 300 ადამიანია, მათ შორის, ბავშვებიც

რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში, ქარხანა “აზოვსტალ”- თან ახლოს მდებარე საავადმყოფო დაბომბეს.

ამის შესახებ Facebook-ზე უკრაინის სახალხო დეპუტატმა და ბიზნესმენმა, სერგეი ტარუტამ დაწერა.

მისი ინფორმაციით, ნანგრევებში შესაძლოა, 300-მდე ადამიანი იმყოფებოდეს, მათ შორის, ბავშვები.

“რუსმა ფაშისტებმა ბომბი ჩამოაგდეს “აზოვსტალის” რაიონში მდებარე საავადმყოფოზე. ჩემი ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ 300-მდე ადამიანია, მათ შორის, ბავშვები. საავადმყოფოში დაჭრილი მეომრები იყვნენ, ასევე, მოქალაქეები ბავშვებთან ერთად აფარებდნენ თავს იმიტომ, რომ დანგრეულ ქალაქში დასამალი ადგილი აღარ არის! შეაჩერეთ გენოციდი მარიუპოლში!”, – წერს დეპუტატი.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები