შავ ზღვაში რუსულმა სარაკეტო და სადესანტო გემებმა სანაპიროდან 200 კილომეტრით უკან დაიხიეს
შავ ზღვაში რუსულმა სარაკეტო და სადესანტო ხომალდებმა სანაპიროდან, თითქმის, 200 კილომეტრით დაიხიეს უკან.
ამის შესახებ უკრაინის “სამხრეთის” ოპერატიული სარდლობა იტყობინება.
ამასთან, აღნიშნულია, რომ ნავიგაციის ბლოკირება და სარაკეტო დარტყმების საფრთხე შენარჩუნებულია.
შეგახსენებთ, რომ, “სამხრეთის” ინფორმაციით, 18 აპრილს უკრაინელმა ჯარისკაცებმა ხერსონის ოლქში, ოლექსანდრივკას მიდამოში მტრის თავდასხმა მოიგერიეს, მოკლეს 28 ოკუპანტი და ტექნიკის ხუთი ერთეული გაანადგურეს, მათ შორის, ჯავშანტექნიკა, საინჟინრო და საავტომობილო ტექნიკა, ასევე, უპილოტო საფრენი აპარატი.
13 აპრილს შავ ზღვაში რუსულ სარაკეტო კრეისერ „მოსკვას“ უკრაინული ფრთოსანი რაკეტები – „ნეპტუნი“ მოხვდა, რის შედეგადაც გემი დაზიანდა, მას ცეცხლი წაეკიდა და ჩაიძირა.