ზელენსკიმ კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად შევსებული კითხვარი ევროკავშირის წარმომადგენელს გადასცა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად შევსებული კითხვარი ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს უკრაინაში, მატი მაასიკასს გადასცა.
“ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ევროკავშირისკენ. უკრაინელი ხალხი ერთიანია, რომ თავი იგრძნოს ევროპის ნაწილად. დარწმუნებული ვარ, წარმატებას მივაღწევთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, კითხვარი უკრაინას 8 აპრილს გადაეცა.