დევიდ ბისლი: რუსი სამხედროები უკრაინაში საკვების მარაგებს და მომარაგების ქსელს მიზანმიმართულად ანადგურებენ

გაერო-ს სურსათის პროგრამის ხელმძღვანელი, დევიდ ბისლი აცხადებს, რომ რუსი სამხედროები უკრაინაში საკვების მარაგებს და მომარაგების ქსელს მიზანმიმართულად ანადგურებენ.

ბისლის განცხადებით, გაერო-ს სურსათის პროგრამა ალყაშემორტყმულ ადგილას, მაგალითად, როგორიცაა მარიუპოლი, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ვერ ახერხებს.

”ჩვენ ვნახეთ, როგორ აფეთქებენ [რუსები] სურსათის საწყობებს. ეჭვგარეშეა, რომ რუსები საკვებს ომის იარაღად იყენებენ“, – ამბობს ბისლი.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები