„ცხოვრება იესო ქრისტესი, „ფსალმუნნი მეფის დავითისი” – მამია მალაზონიას გამოფენა გაიხსნება
19 აპრილს, 19:00 საათზე, N9 Gallerу და ნინო მალაზონია, წარმოადგენს -საქართველოს სახალხო მხატვრის, რუსთაველის ეროვნული პრემიის ლაურეატის, სცენოგრაფის, ფერმწერისა და გრაფიკოსის, პროფესორ მამია მალაზონიას გრაფიკულ ციკლს – „ცხოვრება იესო ქრისტესი” და „ფსალმუნნი მეფის დავითისი”.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ეს გამოფენა შესაძლებლობას იძლევა, მსურველი ეზიაროს ან ამ ენიკალური ნამუშევრების მფლობელი გახდეს.
გამოფენა 7 მაისამდე გაგრძელდება.
მის: დ. უზნაძის ქუჩა №9.