18 აპრილი ელენე ახვლედიანის დაბადების დღეა
18 აპრილი ელენე ახვლედიანის დაბადების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ინფორმაციას და ნატალია ფალავანდიშვილის ნახატს აქვეყნებს.
„მხატვარს არასოდეს იზიდავდა მდიდრული ცხოვრება. ის ყოველთვის უბრალოდ და მოკრძალებულად ცხოვრობდა. ყველაზე ძვირფასი რაც გააჩნდა, როიალი იყო. სალონად ქცეულ მის სახლს ხშირად სტუმრობდნენ რიხტერი, ნეიჰაუზი და სხვა ცნობილი მუსიკოსები.
„ხატვა ბავშვობიდან მიტაცებდა, მაგრამ მუსიკა მიყვარდა უფრო მეტად. თუ სახლში ვარ, მუსიკის გარეშე არ ვხატავ,” – ამბობდა ელენე ახვლედიანი.
სურათზე: ნატალია ფალავანდიშვილი. „ელენე ახვლედიანის პორტრეტი“. 1981. ტილო, ზეთი.