ოკუპანტები ქალაქ კრემინაში შევიდნენ, მიმდინარეობს ქუჩის ბრძოლა – ხალხის ევაკუაცია შეუძლებელია

რუსი ოკუპანტები ლუგანსკის ოლქის ქალაქ კრემინაში შევიდნენ, მიმდინარეობს ქუჩის ბრძოლა.

ამის შესახებ ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“რუსები კრემინაში შევიდნენ. ქუჩის ბრძოლაა დაწყებული. ევაკუაცია შეუძლებელია”, – დაწერა მან.

მანამდე, გაიდაიმ დაწერა, რომ 17 აპრილს კრემინას სარაკეტო იერიში ინტენსიური და მასიური გახდა. ცეცხლი 7 საცხოვრებელ სახლს და სამეურნეო შენობას გაუჩნდა.

გარდა ამისა, ოკუპანტებმა ოლიმპიური სპორტკომპლექსი დაბომბეს.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები