ოკუპანტებმა ლუგანსკის რეგიონში საპატრულო პოლიციის შენობა და სპორტკომპლექსი დაბომბეს, არიან დაშავებულები

რუსი ოკუპანტები ლუგანსკის რეგიონში დასახლებული პუნქტების ინტენსიურ დაბომბვას აგრძელებენ.

როგორც ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა, 17 აპრილს, საღამოს ლისიჩანსკში ოკუპანტმა საპატრულო პოლიციის შენობას საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა.

მისი ინფორმაციით, ექვსი თანამშრომელი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ასევე, სარაკეტო იერიში მიტანილია კრემინნაში მდებარე სპორტულ კომპლექს „ოლიმპ“- ზეც, სადაც 2400 კვადრატული მეტრის ფართობზე ხანძარი გაჩნდა.

გაიდაის თქმით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე, აღნიშნულ სპორტკომპლექსში უკრაინის ოლიმპიური ნაკრების წარმომადგენლები ვარჯიშობდნენ.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები