ბაქოში მომხდარი ინციდენტის დროს „იმედის“ ჟურნალისტი და ოპერატორი დააკავეს (ვიდეო)
ბაქოს “ნეფთჩისა” და საჩხერის “ჩიხურას” მატჩის შემდეგ მომხდარი დაპირისპირებისას ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტი სანდრო გოჩაშვილი და ოპერატორი გიორგი ცხელიშვილი დააკავეს. როგორც სანდრო გოჩაშვილმა განაცხადა, ოპერატორს აზერბაიჯანელი სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ქართველი ჟურნალისტები პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში ნახევარი საათის განმავლობაში ჰყავდათ გადაყვანილი. მისივე თქმით, სამართალდამცველებმა მათ ყველა მასალა წაუშალეს, რაც სტადიონის გარეთ ჰქონდათ გადაღებული.
“აზერსპორტის” ცნობით, მიზეზი “ჩიხურას” ფანების მიერ სტადიონზე საქართველოს რუკის ჩამოკიდება გახდა, სადაც ზაქათალა და კახი საქართველოს ტერიტორიად იყო აღბეჭდილი. დააკავეს რამდენიმე ქართველი გულშემატკივარი, რომლებსაც შეხვედრის დასრულების შემდეგ სამართალდამცველებთან კონფლიქტი მოუვიდათ. ისინი გუშინვე გაათავისუფლეს. “ჩიხურას” მთავარი მწვრთნელის, სოსო ფრუიძის თქმით, ვინც ეს რუკა ჩამოკიდა, “ჩიხურას” ნამდვილი გულშემატკივარი არ არის.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=05Zbta0jOh4&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]