ოკუპანტებმა ლუგანსკში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ააფეთქეს
ოკუპანტებმა ლუგანსკის რაიონში, სოფელ ლისიჩანკში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ააფეთქეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ლუგანსკის რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი ავრცელებს.
„ჯერ კიდევ დილით ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ნავთობის ქარხანას, ხანძარმა 5000 კვადრატული მეტრი მოიცვა, ხანძრის ქრობა ამ დრომდე მიმდინარეობს. ეს არ არის პირველი თავდასხმა ქარხანაზე. რუსები მას სისტემატურად უმიზნებენ, მაგრამ იქ საწვავი არ არის, მხოლოდ ნარჩენები იწვის“, – განაცხადა გაიდაიმ.