უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გერმანიას ომის მხარედ არ აქცევს – გერმანიის იუსტიციის მინისტრი

გერმანიის იუსტიციის მინისტრმა მარკო ბუშმანმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდება არ ნიშნავს რუსეთის წინააღმდეგ ომში შესვლას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, tagesschau ავრცელებს.

თავისუფალი დემოკრატიული პარტიის პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ უკრაინა აწარმოებს უფლებამოსილ ომს რუსეთის წინააღმდეგ.

„ასე რომ, თუ ისინი ახორციელებენ თავდაცვის ლეგიტიმურ უფლებას, იარაღის მიწოდებით მათ მხარდაჭერას არ შეუძლია ომის მონაწილე გაგვხადოს“, – თქვა ბუშმანმა.

მინისტრის განცხადებით, ეს მხოლოდ მისი პირადი მოსაზრება არაა, არამედ ფედერალური ხელისუფლებისაც.

ბუშმანმა აღნიშნა, რომ გერმანია ერთ-ერთი პირველი გახდა მსოფლიოში, ვინც სისტემატურად იძიებს და იცავს ომის დანაშაულის სამხილებს უკრაინაში.

„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა უკრაინელ ლტოლვილს დაუკავშირდეს პოლიციის ნებისმიერ განყოფილებას, თუ ისინი არიან ომის დანაშაულის მსხვერპლი ან მოწმე“,- განაცხადა ბუშმანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები