ჯონ ტეფტი რუსეთში ამერიკის ელჩად დანიშნეს

ამერიკის სენატის გადაწყვეტილებით, ჯონ ტეფტი რუსეთში ამერიკის სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა. პრეზიდენტმა ობამამ ჯერ კიდევ 10 ივლისს მოიწონა არჩეული კანდიდატურა, თუმცა სენატის ადმინისტრაციული პროცედურები დაახლოებით სამი კვირა გაგრძელდა და ტეფტის კანდიდატურა საბოლოოდ გადაწყდა.
შეგახსენებთ, რომ 65 წლის ჯონ ტეფტი ელჩად მუშაობდა უკრაინაში, ლიტვაში და საქართველოში. მოსკოვში მან 90-იანი წლების მეორე ნახევარი გაატარა, სადაც ის ამერიკის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად 1996-1999 წლებში მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები