„საქართველოს ქალთა საბჭო და მრავალფეროვანი თბილისი“ – უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი საღამო გაიმართება

15 აპრილს, 18:00 საათზე, ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს ქალთა საბჭოს საქველმოქმედო ღოსნიძიება გაიმართება –  „საქართველოს ქალთა საბჭო და მრავალფეროვანი თბილისი“. ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტი ეძღვნება ომით დაზარალებულ უკრაინის გმირ ხალხს.
„დღევანდელი დღის პროექტის სახელწოდებაა „საქართველოს ქალთა საბჭო და მრავალეროვანი თბილისი’’ რომლის შედეგად მადლიერებას გამოვხატავთ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც საქართველოსა და თბილისში მცხოვრებ ხალხთა ეროვნული ტრადიციების პატივისცემის დამკვიდრებისთვის არის მიმართული.
ამ დღეს მადლიერებას გამოვხატავთ სხვადასხვა ეროვნების ღვაწლმოსილი ადამიანების წინაშე. გავიხსენებთ ეთნოსების წინაპრების დანატოვარს, თითოეული ერის ეროვნული კუთხეების გამოფენით წარმოვაჩენთ ეთნოსების დღევანდელ შემოქმედებას და საქმიანობას, ასევე – ფოლკლორსა და ტრადიციას. პროექტში მონაწილეობენ ქართველები და თვრამეტი ეთნოსი.
მოწვეულნი იქნებიან დროებით იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ოჯახები, მოვისმენთ და გავამხნევებთ მათ მიერ დანახულ და განცდილ საშინელი ომის განცდებს და მივიღებთ გადაწყვეტილებას, საქართველოში ყოფნის დროს მათ დახმარებაზე, რომელიც ხორციელდება პირველივე დღიდანვე  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, რეგიონალური ქალთა საბჭოების დახმარებით.
ვინაიდან პროექტის განსახორციელებლად მოსამზადებელ პროცესში განვითარდა უკრაინის ომი და ქალთა საბჭოს ქალაქ ოდესაში და კიევში გვყავს წარმომადგენლები, თითოეულ თქვენგანთან შეთანხმებით, თანადგომა გამოვუცხადეთ უკრაინელ მეგობრებს და აღნიშნული ღონისძიება მივუძღვნით მათ. ამ დღესვე გახმიანდება მიმართვა მსოფლიოს ქალებისადმი – „გავერთიანდეთ ბავშვთა ბედნიერებისა და სიცოცხლისათვის’’.
სურვილი გვაქვს, პროექტით თვალნათლივ წარმოვაჩინოთ მრავალეთნიკურ საქართველოში ტოლერანტობისა და ურთიერთპატივისცემის, მეგობრობის, თანადგომის, კულტურა, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა. სამწუხაროდ, პროექტს ფონად უკრაინელი ხალხის უმძიმესი ტრაგედია გასდევს თან და ამიტომაც პროექტი მივუძღვენით უკრაინაში დაღუპულ, დაზარალებულ. დაშავებულ გმირ ხალხს, უმწიკვლო ბავშვთა სულებს. ვუსურვოთ გამარჯვება უკრაინელ ხალხს“, – აღნიშნულია ქალთა საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები