სროლები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან: დაიღუპა 8 ადამიანი

რვა აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან ორმხრივი სროლის დროს. ჯერჯერობით უცნობია დაღუპულთა რაოდენობა სომხეთის მხრიდან. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომეხმა სამხედროებმა დაარღვიეს საზღვარი აგდამის და ტერტერის რაიონებში, რამაც გამოიწვია ცეცხლის გახსნა და ორმხრივი სროლა. აღსანიშნავია, რომ ამჟამად ორივე რაიონს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა აკონტროლებს. ამის შესახებ შეთანხმებას სომხეთმა და აზერბაიჯანმა 1994 წელს მოაწერეს ხელი. ბოლო წლებში პერიოდულად ირღვევა სამშვიდობო ხელშეკრულება, ორივე მხრიდან ხშირია საზღვრის დარღვევის შემთხვევებიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები