თბილისის აეროპორტში თავშესაფრის მაძიებელ პირთათვის საინფორმაციო დაფები განთავსდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავშესაფრის მაძიებელ პირთათვის საინფორმაციო დაფები განათავსეს. ღონისძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლები დაესწრნენ. სამინისტროს ცნობით, საინფორმაციო დაფებზე მოცემულია ინფორმაცია თავშესაფრის მაძიებლების უფლებების და საქართველოში თავშესაფრის მიღებასთან დაკავშირებით არსებული პროცედურების შესახებ. ინფორმაცია წარმოდგენილია ხუთ ენაზე: არაბულად, ინგლისურად, სპარსულად, ფრანგულად და რუსულად.