ზურაბ ქადაგიძე: მმართველი გუნდის შეშფოთებამ და მითითებამ, რომ არ იმსახურებს საქართველო უარგუმენტო კრიტიკას, შედეგი გამოიღო და შეიცვალა მიდგომა

,,არ შეიძლება ისტორიულ სტრატეგიულ პარტნიორთან არამეგობრული ტონით საუბარი, უაპელაციო ბრალდება და უსაფუძვლო კრიტიკა“, – წერს ანალიტიკოსი, ზურაბ ქადაგიძე.

მისი თქმით, ძალიან სწორი აღმოჩნდა “ქართული ოცნების” პოზიცია უკრაინასთან მიმართებით, რაც უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმაც დაადასტურა.

„კარგია და აღნიშვნის ღირსი, რომ ძალიან სწორი პოზიცია დაიჭირა “ქართულმა ოცნებამ”, რაც გუშინდელმა სტეფანჩუკის ინტერვიუმ დაადასტურა…მმართველი გუნდის შეშფოთებამ და მითითებამ, რომ არ იმსახურებს საქართველო უარგუმენტო კრიტიკას, შედეგი გამოიღო და შეიცვალა მიდგომა…არ შეიძლება ისტორიულ სტრატეგიულ პარტნიორთან არამეგობრული ტონით საუბარი, უაპელაციო ბრალდება და უსაფუძვლო კრიტიკა…დარწმუნებული ვარ,  სწორი კომუნიკაციითა და ჯანსაღი დამოკიდებულებებით, ის უხერხულობაც აღმოიფხვრება, რაც წარმოიქმნა“, – წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები