ოკუპირებული აფხაზეთის მთებში რუსეთის მოქალაქეს ეძებენ
ოკუპირებულ აფხაზეთში, მამზიშხაზე ნოვგოროდის მკვიდრს, 1970 წელს დაბადებულ ანდრეი საზონოვს ეძებენ.
ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროში აცხადებენ, რომ სამძებრო სამუშაოები უკვე მეორე დღეა, 11 აპრილიდან მიმდინარეობს.
აღინიშნება, რომ 12 აპრილს ჯგუფს კიდევ 10 ადამიანი შეემატა.