ზელენსკი – ბაიდენის მიერ სიტყვა ”გენოციდის“ გამოყენებაზე: ნამდვილი ლიდერის ნამდვილი სიტყვები

ნამდვილი ლიდერის ნამდვილი სიტყვები, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენის მიერ უკრაინაში ომთან დაკავშირებით სიტყვა ”გენოციდის“ გამოყენებას.

”მოვლენებისთვის სახელის დარქმევა მნიშვნელოვანია, რომ წინ აღვუდგეთ ბოროტებას. მადლიერნი ვართ იმ დახმარებისთვის, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები გვიწევს და სასწრაფოდ გვესაჭიროება უფრო მძიმე შეიარაღება, რათა აღვკვეთოთ რუსეთის შემდეგი სისასტიკე“, – წერს ზელენსკი twitter-ზე.

ცნობისთვის, ჯო ბაიდენმა რუსეთის ქმედებებს უკრაინაში ”გენოციდი” უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები