პუტინმა უკრაინაში ომის მეთაური შეცვალა
რუსეთის მთავარსარდალმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომის მეთაურად გენერალი ალექსანდრე დვორნიკოვი დანიშნა, რაც სარდლობის კონტროლის ცენტრალიზების მცდელობას წარმოადგენს, – ამის შესახებ ინფორმაცია ბრიტანული დაზვერვის Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნდა.
მათივე ცნობით, უკრაინაში რუსეთის წარუმატებლობა სამხედრო მოქმედებების კოორდინაციის უუნარობას უკავშირდება.
დვორნიკოვს სირიაში სარდლობის გამოცდილება აქვს. გარდა ამისა, 2016 წლიდან ის რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქს მეთაურობდა, რომელიც დონბასს ესაზღვრება.
“ბოლოდროინდელი რუსული ანგარიშები დონბასში შეტევების პროგრესირებაზე მიანიშნებდნენ, რადგან რუსული ძალები აღმოსავლეთისკენ გადაინაცვლებენ. დვორნიკოვზე არჩევანის გაკეთება კიდევ უფრო ცხადყოფს, თუ როგორ აიძულა რუსეთი უკრაინის მტკიცე წინააღმდეგობამ, ომამდელი დაგეგმარება გადაეფასებინა”, – ნათქვამია შეტყობინებაში.