12 აპრილი მუხრან მაჭავარიანის დაბადების დღეა

12 პარილს, მუხრან მაჭავარიანის დაბადების დღეს, გვერდი „თამაზ წივწივაძის ფონდი“ თამაზ წივწივაძის წერილიდან ამონარიდით ეხმიანება.
„დღეს მუხრან მაჭავარიანის დაბადების დღეა!
ფიცის ქვეშ ვაცხადებ: მეოცედან ოცდამეერთე საუკუნის საქართველოში მუხრანზე დიდი პოეტი არავინ გადმოგვყოლია!
დღეს იგი საქართველოში ყველა ცოცხალ პოეტს აღემატება!
უკეთესად თქმაც შეიძლება: გალაკტიონისა და გიორგი ლეონიძის შემდეგ „ქართული ლექსის დიდ სასახლეში” ლიდერის ყვითელი მაისურით გამოჩენა სხვებზე მეტად მუხრან მაჭავარიანს მოუხდებოდა!
თუმცა ქართულ პოეზიაში მისი ლიდერობა აქ არ მთავრდება – ახლაც ხმამაღლა ვაცხადებ: მთელი ამ წლების განმავლობაში არცერთ ქართველ მწერალს ისეთი მძლავრი დარტყმა არ მიუყენებია კომუნისტური რეჟიმისთვის, როგორც ეს „შენ, სისხლო ჩემო”-ს ავტორმა შეძლო!..
მე, დანამდვილებით ერთი რამ ვიცი: მისი დარი პოეტები – თვით ისეთ პოეტურ ქვეყანაშიც კი, როგორც საქართველოა – იშვიათად იბადებიან“!..- თამაზ წივწივაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები