სასჯელაღსრულების N5 ქალთა დაწესებულებაში რობერტ სტურუას იუბილე აღნიშნეს

სასჯელაღსრულების N5 ქალთა დაწესებულებაში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ორგანიზებით, ცნობილი რეჟისორის, რობერტ სტურუას 76 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, თავად რეჟისორი, რუსთაველის თეატრის მსახიობები და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წარმოდგენაში 16 მსჯავრდებული ქალბატონი მონაწილეობდა, რომლებმაც სხვადასხვა მუსიკალური და საცეკვაო ნომრებით რეჟისორის ცნობილი სპექტაკლების გმირები გააცოცხლეს. ღონისძიების დასასრულს, იუბილარ რეჟისორს მსჯავრდებულებმა სადღესასწაულო ტორტი მიართვეს.
სტუმრებმა დაწესებულების ბიბლიოთეკას რობერტ სტურუას ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი ორტომეული და რეზო ამაშუკელის ლექსების კრებული გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები