გიორგი მღებრიშვილი N5 დაწესებულების დედათა და ბავშვთა სახლის პირობებს გაეცნო

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სასჯელაღსრულების N5 დაწესებულებაში დედათა და ბავშვთა სახლი მოინახულა, სადაც მსჯავრდებულები 3 წლამდე ასაკის შვილებთან ერთად ცხოვრობენ. საცხოვრებელში ამჟამად დედებთან ერთად, 4 მცირეწლოვანი იმყოფება.
გიორგი მღებრიშვილი საცხოვრებელში არსებულ პირობებს გაეცნო და სახლის ბინადარ ქალბატონებს თაიგულები გადასცა. მინისტრის განცხადებით, სამინისტრო არ აპირებს მიღწეულით დაკმაყოფილებას და საცხოვრებელ პირობებს კიდევ უფრო გაუმჯობესებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები