გაერო: უკრაინელი ბავშვების ორ მესამედზე მეტმა იძულებით დატოვეს სახლები

რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ უკრაინელი ბავშვების ორ მესამედზე მეტს – 4,8 მილიონ ბავშვს – სახლის იძულებით დატოვება მოუხდა, – აცხადებს გაერო-ს ბავშვთა ორგანიზაცია (UNICEF).

UNICEF-ის თანახმად, ომმა 142 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა.

„რეალური მსხვერპლი შესაძლოა, უფრო მაღალი იყოს“, – აცხადებს ორგანიზაცია.

UNICEF-ის პროგრამების დირექტორი, მანუელ ფონტენი აცხადებს, რომ სამი მილიონი უკრაინელი ბავშვი, ვინც ჯერ კიდევ საკუთარ სახლში რჩება, საკვების უკმარისობის საფრთხის წინაშე დგას.

ფონტენის განცხადებით, ვითარება განსაკუთრებით მწვავეა მარიუპოლსა და ხერსონში, სადაც ბავშვებს კვირების განმავლობაში ცხოვრება წყლის, ნორმალური კვების და ჯანდაცვის გარეშე უწევთ.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები