სასჯელაღსრულების დაწესებულება 169 მსჯავრდებულმა დატოვა, მათ შორის 5 ქალია

სასჯელაღსრულების N5 ქალთა დაწესებულებიდან 5 ქალბატონი, მათ შორის შექსპირის ჯულიეტას როლის შემსრულებელი ელენე ჯავახია პრეზიდენტის შეწყალებით გათავისუფლდა. მსჯავრდებულს პრეზიდენტის შეწყალების შესახებ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, რობერტ სტურუას იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების დასრულების შემდეგ აცნობა და გათავისუფლება მიულოცა. ელენე ჯავახია დაწესებულებას დღესვე დატოვებს.
პრეზიდენტმა 280 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის 169 სასჯელისგან სრულად გათავისუფლდა, დანარჩენს სასჯელი შეუმცირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები