,,კოლხეთის სამეფოს სასტიკი წესები“ – ეროვნული მუზეუმის დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება

12 აპრილს, 15:30 საათზე,  საქართველოს ეროვნული მუზეუმის დოკუმენტური ფილმის – „კოლხეთის სამეფოს სასტიკი წესები“ ჩვენება გაიმართება.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ფილმი გადაღებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, პროექტის „პალინოლოგიის მონაცემები, როგორც წყარო ძვ.წ. V-I საუკუნეების აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ისტორიის შესწავლისათვის’’ (YS-19-819) ფარგლებში.
დოკუმენტური ფილმი ეფუძნება პალინოლოგიური კვლევის შედეგებს, რომელიც ვანის ნაქალაქარზე აღმოჩენილი არტეფაქტებიდან აღებულ ორგანულ ნაშთებზე ჩატარდა. ფილმი მოგვითხრობს ანტიკური ხანის ვანის ნაქალაქარზე არსებული ტრადიციების, წეს-ჩვეულებების, დაკრძალვის რიტუალის, კლიმატისა და გარემო პირობების შესახებ.
ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორია თომა ჩაგელიშვილი; პროექტის ხელმძღვანელი – მაია ჭიჭინაძე, პალინოლოგი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერი თანამშრომელი; პროექტის მენტორი – დიმიტრი ახვლედიანი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერი თანამშრომელი; პროექტის მონაწილე – ელისო ყვავაძე, პალინოლოგი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის წამყვანი მეცნიერი.

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია. ფურცელაძის ქ. №1.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები