ბიბილოვი ე.წ. არჩევნებს აგებს – ორი რაიონის ოქმების მონაცემებით, გაგლოევი ლიდერობს
ე.წ. სამხრეთ ოსეთში 10 აპრილს ჩატარებული, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, ორი რაიონის დათვლის შემდეგ, პარტია “ნიხასის” ლიდერი, ალან გაგლოევი ლიდერობს.
ქალაქ კვაისაში ოქმების 68%-ის დათვლის შემდეგ, ალან გაგლოევს 43,51% აქვს, ხოლო ანატოლი ბიბილოვს – 42,02%, გარი მულრადოვს – 4,94%, ალექსანდრე პლიევს – 3,06%, დიმიტრი ტასოევს – 1,35%.
ჯავის რაიონის ოქმების 67%-ის დათვლის შედეგად, გაგლოევს 4,40% აქვს, ბიბილოვს – 3,6%.
ე.წ.სამხრეთ ოსეთში სულ 6 ტერიტორიული ე.წ.საარჩევნო კომისია მუშაობდა.
ე.წ.ცესკო წინასწარ შედეგებს 11:00 საათზე გამოაცხადებს.
ამასთან, ბიბილოვმა უკვე თქვა, რომ მეორე ტური ჩატარდება.