ბიბილოვი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს პროგნოზირებს

ე.წ. სამხრეთ ოსეთში 10 აპრილს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი პოზიცია მოსახლეობის 82,07%-მა დააფიქსირა.

ამის შესახებ ე.წ. ცესკო-ს წევრმა, იგორ ჩოჩოევმა განაცხადა.

თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, როგორ გადანაწილდა ხმები.

ამასთან, ე.წ. კანდიდატმა, ანატოლი ბიბილოვმა თქვა, მეორე ტურის გამართვის ალბათობა მაღალია.

“გვესმის, რომ მეორე ტური იქნება. არ დაფიქსირებულა ისეთი დარღვევები, რომლებიც შედეგებზე მოახდენდა გავლენას. ამას ჩემი ოპონენტებიც ეთანხმებიან. მეორე ტურში ალან გაგლოევთან გასვლა სასიამოვნო იქნება იმიტომ, რომ ეს ორი იდეოლოგიის ბრძოლაა და, რასაკვირველია, არჩევანი ხალხზეა. ვისაც მისცემს ხმას ხალხი, ის იქნება პრეზიდენტი”, – თქვა ბიბილოვმა.

ე.წ. ცესკო შედეგებს რამდენიმე საათში გამოაცხადებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები