კორმაღლის ადმინისტრაციულ ერთეულში რამდენიმე სოფლის ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზა იგება
კორმაღლის ადმინისტრაციულ ერთეულში, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანადაფინანსებით, ადგილობრივი აგრო-ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რამდენიმე სოფლის ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზა იგება.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ბეტონის საფარი იგება სოფელ გომმუხაყრუაში, სადაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გარე-განათებაც მოეწყობა. აღნიშნულ ლოკაციებზე კაპიტალური გზა აქამდე არასდროს ყოფილა.
მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ზაქრაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ვაჟა სტურუამ და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
,,ორივე ლოკაციაზე კაპიტალური გზის მოწყობა უზრუნველყოფს ადგილობრივების კომფორტულ გადაადგილებას და აგრო-ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას. სამუშაოები მიმდინარეობს გეგმა-გრაფიკის დაცვით და რაც მთავარია მოსახლეობა არის კმაყოფილი”,- აცხადებს ვლადიმერ ზაქრაძე.
,,პირადად მერი, დავით ბახტაძე დაგვპირდა ჩვენი ნომერ პირველი პრობლემის მოგვარებას, რასაც კაპიტალური გზის არქონა ჰქვია. დღეს ხედავთ აქ სამუშაოები მიმდინარეობს. სოფლის მხარდაჭერის პორგრამით ასევე გაკეთდა გარე-განათება. პრაქტიკულად ყველა ის ინფრასტრუქტურული პრობლემა, რაც ადგილობრივებს გვაწუხებდა მოგვარებულია”,- აცხადებს კორმაღლის მკვიდრი შორენა გიორგაძე.