მათიკაშვილი: თითქმის არ გადის 2-3 დღე, რაიმე დაუსაბუთებელი ბრალდება არ იყოს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან საქართველოს მიმართ

“უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, მუდმივად უდგას საქართველო თავის პარტნიორ და მეგობარ უკრაინას გვერდში. ქვეყანა საქართველოს რესურსით, საქართველოს პრობლემებითა და საქართველოს გამოწვევებით – ანალოგი არ მოიძებნება მსოფლიოში, სადაც სწორედაც რომ უკრაინის მიმართ აგრესიის განმახორციელებელი ქვეყნის, რუსეთის მიერ არის 20% ოკუპირებული, 30 კმ-ში დგას რუსეთის არმიის ნაწილები და ქვეყანა, როგორც ალბათ არცერთი სხვა ჩვენ გარშემო, არ დგას ისეთი რისკის წინაშე, როგორი რისკის წინაშეც საქართველოა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა “პირველი არხის” ეთერში, გადაცემაში “აქტუალური შაბათი” საუბრისას განაცხადა.

“მიუხედავად ამისა, საქართველო ყველა ფლანგზე, როგორც პოლიტიკურ, ასევე – ჰუმანიტარულ, ახორციელებებს უკრაინის მყარ მხარდაჭერას. თითქმის არ გადის 2-3 დღე, რომ რაიმე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდება არ იყოს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან საქართველოს მიმართ, არ იყოს დემარშები, არ იყოს გაურკვეველი შინაარსისა და მოტივის ბრალდებები”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები