თვითგამოცხადებული ცხინვალი რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის საკითხის მომზადებას ზაფხულისთვის ვარაუდობს

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის მომზადება მაის-ივნისში დასრულდება, – ამის შესახებ „რია ნოვოსტი“-ს ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის თვითგამოცხადებული ლიდერის „ადმინისტრაციის“ ე.წ. საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს ხელმძღვანელმა იური ვაზაგოვმა განუცხადა.

„საორიენტაციოდ, მაინც საჭირო იქნება ორი თვე“ – განაცხადა ვაზაგოვმა რეფერენდუმის ჩატარების თარიღთან დაკავშირებით საუბრისას.

მისი თქმით, ხელმოწერების შეგროვება საკმაოდ სწრაფად მოხდება, რის შემდეგაც საჭირო იქნება ბრძანების პროექტის უმაღლესი სასამართლოსთვის გადაცემა, რომელიც მას განიხილავს, შემდეგ კი საინფორმაციო კამპანია დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები