კრამატორსკის სადგურთან დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა, მათგან 5 ბავშვია

 

რუსი ოკუპანტების მიერ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა, მათგან 5 ბავშვია, 98 მოქალაქე კი დაშავდა.

ამის შესახებ დონეცკის საოლქო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, პაველ კირილენკომ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, საავადმყოფოში გადაყვანილთაგან 16 ბავშვია, 46 ქალი და 36 კაცი.

“მათგან 12 საავადმყოფოში გარდაიცვალა, 38 სადგურზევე დაიღუპა”,- თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები