კიევის რეგიონის ქალაქი გოსტომელი რუსული ოკუპაციის პირობებში 35 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. რუსულმა არმიამ მისი ოკუპაცია უკრაინაში შეჭრის დღესვე – 24 თებერვალს მოახდინა.
ქალაქში საომარი მოქმედებები ამ 35 დღის განმავლობაში არცერთი დღით შეჩერებულა. ამას გარდა, ოკუპანტები ადგილობრივებს ატერორებდნენ, კლავდნენ, ძარცვავდნენ.
ამჟამად, თითქმის 400 ადამიანია დაკარგული. ცნობილია, რომ ზოგიერთი მათგანი დაღუპულია.
ქალაქი თითქმის მთლიანად არის დანგრეული, სახლების ეზოებში კი საფლავებია.