სააკაშვილი – საზღვრის უკანონო კვეთაზე: ჩამოვედი იმიტომ, რომ წინასწარ გაცხადებული მქონდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე საზღვრის უკანონო კვეთის საქმეს განიხილავენ.

ბრალდებულმა სიტყვით გამოსვლის უფლებით ისარგებლა და განაცხადა, რომ იმ მარშრუტით ჩამოვიდა, რომელიც ყველასთვის უსაფრთხო იყო.

“საქმე ისაა, რომ როდესაც საზღვრის გადაკვეთას ვეხებით, ვიღაც ჭკუათმყოფელს უთქვამს, რომ სააკაშვილი ჩამოვიდა საქართველოში იმიტომ, რომ განერიდა ომს უკრაინაშიო. მე ბევრი რამე გამოვიცანი ზუსტად, მაგრამ ამ ომის თარიღების ზუსტი გამოცნობა და წინასწარმეტყველება რომ მცოდნოდა, ახლა ვიქნებოდი ფრონტის წინა ხაზზე და არა იქ, სადაც ვარ – ამ შუშის უკან. განრიდება რომ მნდომოდა, ამერიკაშიც შემეძლო, ჰოლანდიაშიც და ბევრ სხვა ადგილას და არა 310-ე საკანში, სადაც ვიმყოფები.
ჩამოვედი იმიტომ, რომ წინასწარ გაცხადებული მქონდა, ჩამოვედი იმ მარშრუტით, რომელიც ყველაზე უსაფრთხო იყო ყველასთვის”, – განაცხადა სააკაშვილმა სასამართლოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები