უკრაინის პოლიცია: რკინიგზის სადგურის დაბობმვის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 4 ბავშვი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და ნაციონალური პოლიციის პირველადი მონაცემებით, რკინიგზის სადგურზე ოკუპანტების დაბომბვის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვია.

“რაკეტა მოხვდა დროებით მოსაცდელს, სწორედ იქ ასობით ადამიანი ელოდა საევაკუაციო მატარებელს. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ რუსეთი სასტიკად, ბარბაროსულად ანადგურებს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას, ერთადერთი მიზნით-მოკლას. ახლა ადგილზე პოლიცია, მაშველები, ექსპერტები და ექიმები მუშაობენ”, – ნათქვამია ნაციონალური პოლიციის ინფორმაციაში.

უსაფრთხოების სამსახურმა უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე ომის კანონებისა და წესების დარღვევაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები