ზელენსკი – კრამატორსკის სადგურის დაბომბვაზე: რუსი არაადამიანები ბრძოლის მეთოდებს არ ცვლიან

უკრაინის პრეზიდენტი კრამატორსკში მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა

“რუსი არაადამიანები ბრძოლის მეთოდებს არ ცვლიან. ბრძოლის ველზე ჩვენთან გამკლავების ძალა და გამბედაობა არ ყოფნით, ამიტომ, ცინიკურად ანადგურებენ მშვიდობიან მოსახლეობას. ეს არის ბოროტება, რომელსაც საზღვრები არ აქვს და თუ ის არ დაისჯება, არასოდეს გაჩერდება”, – წერს ზელენსკი

შეგახსენებთ, რომ რუსებმა კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე ავიაიერიში განახორციელეს – პირველადი მონაცემებით, დაღუპულია 30-ზე მეტი ადამიანი, დაშავებულია 100-ზე მეტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები