კრამატორსკის რკინიგზის სადგურის დაბომბვის შედეგად, დაღუპულია 30-ზე მეტი ადამიანი, დაშავებული კი 100-ზე მეტია
რუსებმა კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე ავიაიერიში განახორციელეს – სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიის პირველადი მონაცემებით, დაღუპულია 30-ზე მეტი ადამიანი, დაშავებულია 100-ზე მეტი.
სარაკეტო თავდასხმის დროს სადგურზე ათასობით ადამიანი იმყოფებოდა, რადგან ისინი ევაკუაციას ცდილობდნენ.
ამ წუთებში, ადგილზე მაშველები მუშაობენ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge