რუსებმა კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე ავიაიერიში განახორციელეს – არიან დაღუპულები (ვიდეო)

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე ავიაიერიში განახორციელეს, დაღუპულია ათობით ადამიანი – ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე განმარტებით, ოკუპანტებმა სადგურს ისკანდერის ბალისტიკური რაკეტა ესროლეს.

unian-ის ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმის დროს სადგურზე ათასობით ადამიანი იმყოფებოდა, რადგან დონბასის მცხოვრებლების ევაკუაცია მიმდინარეობს უკრაინის უსაფრთხო რაიონებში.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ათობით დაღუპულისა და დაშავებულის შესახებ იუწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები